სამპაოლი: “კრიტიკა მესის მისამართით ჩემთვის მიუღებელია”

სამპაოლი: “კრიტიკა მესის მისამართით ჩემთვის მიუღებელია”

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ კრიტიკა “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის მიმართ, გადაჭარბებულია.

საზოგადოების ნაწილის აზრით, ეროვნულ გუნდში მესი ისეთივე მაღალი დონის თამაშს არ აჩვენებს, როგორც კატალონიურ კლუბში.

“კრიტიკა მესის მისამართით ჩემთვის მიუღებელია. ეს უკვე ზედმეტია. ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელია.”-ციტირებს სამპაოლის სიტყვებს AS.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი