მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “სევილია”

მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “სევილია”

დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში, “სევილიას” დაუპირისპირდება. მთავარი არბიტრი კლოს გომესი იქნება.

აპრილის თვე “ბარსელონამ” “გრანადასთან” მატჩით დაიწყო, სადაც ენრიკეს კოლექტივმა 4:1 გაიმარჯვა. ახლა კატალონიური კლუბი მორიგი ანდალუსიური მეტოქის დასამარცხებლად ემზადება.

“ბარსელონას” ტრავმირებული ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და რაფინია ალკანტარა ვერ დაეხმარებიან. მათ გარდა, განაცხადში ჟორდი მასიპი და ჟერემი მატიე ვერ მოხვდნენ. ლუის ენრიკემ კვლავ გამოიძახა “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი კარლეს ალენია.

კატალონიელთა განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, ალენია.

“სევილია” რეგრესს განიცდის. ხორხე სამპაოლის კოლექტივი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ამასთანავე, ანდალუსიურმა კლუბმა მეორე ადგილისთვის ბრძოლის შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. მათი წარუმატებლობით “ატლეტიკომ” ისარგებლა, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, სამეულშია.

ანდალუსიელები “კამპ ნოუს” ეწვევიან, სადაც 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ. მათ ამ არენასთან ცუდი მოგონებები აკავშირებთ. “როგორ დავამარცხოთ “ბარსელონა”? – კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ევროპის მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია.

“სევილია” ერთიანი გუნდია, რომლის სათავეში დგას ხორხე სამპაოლი – ნამდვილი ლიდერი გასახდელში, ფეხბურთელთა შთაგონების წყარო და მოტივატორი. ანდალუსიურ კლუბს ჰყავს მოთამაშეები, რომლებმაც გრანდების წინააღმდეგ თავის გამოჩენა შეძლეს. სწორედ ეს არის კატალონიური კლუბის დღევანდელი ოპონენტის ძლიერი მხარეები, რაც სტუმართა გამარჯვებას თეორიულად შესაძლებელს ხდის. 

ჩანაფიქრის რეალობად ქცევაში გუნდს კრონ დელი, ტრემულინასი, რამი და მერკადო ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება მასპინძელთა დანაკარგს, რაფინია, ვიდალი და თურანი ლაზარეთში იმყოფებიან, მაგრამ “ბარსელონას” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, ლიონელ მესი დაუბრუნდა. რეიტინგში მას მოსდევს ლუის სუარესი, რომელმაც ბოლო მატჩში და ზოგადად ამ სეზონში, მაყურებელზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

საინტერესო ფაქტები

“კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ლუის ენრიკეს კოლექტივს მინიმუმ 4 გოლი გააქვს.

“სევილიასა” და “ბლაუგრანას” შორის გამართულ ბოლო 18 მატჩში, ანდალუსიელებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

“სევილიამ” ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში, მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა.

ლუის ენრიკე მატჩის წინ

“მეტოქის მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს”-განაცხადა მან. “ორივე გუნდს 3 ქულა სჭირდება, რადგან თითოეულ მათგანს დასახული მიზნის მიღწევა სურს. ეს სეზონი “სევილიასთვის განსაკუთრებული უნდა გახდეს”.

მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიური კლუბი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, “ეს სახიფათო მეტოქეა”. მეტოქის თამაშის დონეზე საუბრისას, ლუჩომ განაცხადა, რომ “სევილიას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა შეეძლო”.

სავარაუდო შემადგენლობები

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში