“ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ ხოსეპ გვარდიოლას კატალონიურ კლუბში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა.
“მე და ჩემი პარტნიორები ვამაყობთ იმით, რომ გვარდიოლას “ბარსელონას” ნაწილი ვიყავით და ყველა ტიტული მოვიგეთ. გვარდიოლამ შესაფერისი ბალანსი და ფორმა იპოვა იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს თავისი საუკეთესო შესაძლებლობა წარმოეჩინა და გამოეყენებინა.”-ამბობს მესი.
ამჟამად, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. ესპანელი სპეციალისტი “ბარსელონაში” დაბრუნებას გამორიცხავს.



