“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა კატალონიური კლუბი, შესაძლოა, კონტრაქტის გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ დატოვოს.
ახალგაზრდა პორტუგალიელმა “ბლაუგრანაში” თავი ვერ დაიმკვიდრა. ის ხშირად ექვემდებარება კატალონიური გრანდის გულშემატკივართა კრიტიკას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გომეშის ყოფილი კლუბი, “ვალენსია” “ბარსელონასთან” პორტუგალიელის “მესტალიაზე” დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.
“ღამურებს” გომეშის არენდის წესით გაფორმება და მისი გამოსყიდვის უფლების მოპოვება სურთ. “ვალენსია” არ აპირებს 35 მილიონი ევროს გადახდას, რომლის სანაცვლოდაც “ბარსელონამ” ფეხბურთელი 2016 წლის ზაფხულში შეიძინა.



