ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის (23 აპრილი), ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესის მსაჯთა ბრიგადა განსჯის, იტყობინება Sport.
ამ სეზონში, ერნანდესმა მთავარ არბიტრად “რეალის” სამ მატჩში იმუშავა – “ესპანიოლთან” (2:0), ხიხონის “სპორტინგთან” (2:1) და “სევილიასთან” (1:2). ასევე მან “ბარსელონას” ორი მატჩიც განსაჯა – “ბეტისთან” (1:1) და “ვალენსიასთან” (4:2). “ბეტისთან” მატჩის მიწურულს ერნანდესმა ნეიმარის სუფთა გოლი არ ჩათვალა: ბრაზილიელის დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არბიტრებმა ეს ვერ შეამჩნიეს.

