ვილიარეალი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ვილიარეალი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ესპანეთის ჩემპიონი ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრას დღეს გამართავს. “ბარსელონას” მეტოქე იქნება “ვილიარეალი”, რომელმაც მიმდინარე გათამაშება ასევე ცუდად დაიწყო, მაგრამ მეორე ტურში სიტუაცია გამოასწორა.

იმის გამო, რომ “რეალ მადრიდმა” მესამე შეხვედრაც მოიგო, დღეს ჩავის გუნდს აუცილებლად გამარჯვება მართებს, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” ნამდვილად არ ბრწყინავს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალიან ცუდად თამაშობს. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელები თავიანთ საქმეს ესპანელ არბიტრებზე გაცილებით უკეთ აკეთებენ. ასე იყო წინა ორი შეხვედრაში – “ხეტაფესთან” უგოლოდ ფრეს დროსაც და “კადისთან” 2-0 მოგებულ მატჩშიც.

ლა ლიგის ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო, სტუმრად გამართულ ბოლო 3 მატჩში კი კატალონიელებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს.

ჩავის გუნდის მთავარი სიძლიერე კვლავ დაცვაა. “ბარსას” ორ თამაშში გოლი არ აქვს გაშვებული.

“ვილიარეალმა” გათამაშება “ბეტისთან” საშინაო მარცხით დაიწყო, თუმცა მეორე ტურში “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” “მალიორკა” სტუმრად დაამარცხა.

დანაკლისი

“ბარსელონას” დიდი დანაკლისი აქვს. დისკვალიფიცირებულია როგორც რაფინია, ასევე მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი, რასაც გუნდის ლიდერების, რონალდ არაუხოსა და პედრის ტრავმებიც ემატება. მცირე დაზიანება ჰქონდა ალეხანდრო ბალდესაც, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის დღეს სასტარტოში იქნება.

გუნდმა ლა ლიგაში მარკოს ალონსოს დარეგისტრირება მოახერხა, მაგრამ კვლავ რეგისტრაციის გარეშე არიან სათადარიგო მეკარე ინიაკი პენია და ახალწვეული ინიგო მარტინესი.

კიკე სეტიენს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ფრანსის კოკლენი და ალბერტო მორენო არ ეყოლება. ტრავმა ჰქონდა მასპინძელთა ამომავალ ვარსკვლავს, იერემი პინოსაც, მაგრამ ის სათამაშოდ მზადაა და სავარაუდოდ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

ურთიერთშეხვედრები

“ვილიარეალთან” გამართული 52 თამაშიდან “ბარსელონამ” 32 მოიგო, 10 ფრედ ითამაშა და 10 წააგო. კატალონიელებმა გაიტანეს 107 და გაუშვეს 59 გოლი.

“ბლაუგრანამ” “ყვითელ წყალქვეშა ნავს” ბოლო 8 თამაშიდან 7 მოუგო, 2008 წლის შემდეგ გამართულ 30 შეხვედრაში კი “ბარსას” დღევანდელ მეტოქესთან ერთადერთი წაგება აქვს, ისიც “კამპ ნოუზე”.

“ბარსას” შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს “ვილიარეალის” სტადიონზე გამართულ შეხვედრებში. 2003-2007 წლებში ჩატარებულ 6 მატჩიდან სტუმრებმა 5 წააგეს, მაგრამ მას შემდეგ გამართული 16 დაპირისპირებიდან 5 ფრედ დაასრულეს და 11 მოიგეს, მათ შორის უკანასკნელი 4.

არბიტრი

შეხვედრას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის.

ერნანდეს ერნანდესი 40 წლისაა. მან მსაჯობა 2004 წელს დაიწყო. 2007 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.8 ყვითელ და 0.43 წითელ ბარათს უჩვენებს. მის მიერ განსჯილი თამაშების 43%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 29%-ში – სტუმრები.

ერნანდესს კარიერაში ყველაზე მეტი, 9 პენალტი “ბარსელონას” სასარგებლოდ აქვს დანიშნული, რაც აჩენს იმის იმედს, რომ დამსახურებულ თერთმეტმეტრიანს დღეს მაინც მივიღებთ.

ერნანდეს ერნანდესის სტატისტიკა “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” თამაშებში:

ვილიარეალი ბარსელონა
თამაში 25 33
მოგება 10 19
ფრე 9 11
წაგება 6 3
მოგების % 40% 58%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 1 9
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 4 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 9
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 3

სტატისტიკა

  • “ვილიარეალთან” გამართული ბოლო 30 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბარსელონამ” “ვილიარეალთან” სტუმრად გამართული ბოლო 16 თამაშიდან 11 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა;
  • “ბარსელონამ” “ვილიარეალთან” სტუმრად გამართული ბოლო 4 თამაში მოიგო;
  • “ვილიარეალთან” გამართული ბოლო 8 თამაშიდან ექვსში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და შეხვედრაც;
  • ამ გუნდების ბოლო 9 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში სტუმრად გამართულ ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • ტოტალიზატორები “ვილიარეალის” მოგებას კოეფიციენტს 3.5 ანიჭებენ, რაც მოგების 29%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 58%-ს იგებს.
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.05 ანიჭებენ, რაც მოგების 49%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 41%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთის გაკონტროლება იქნება. “ვილიარეალი” ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ისინი აქტიურ პრესინგს თამაშობენ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, გარსია, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, დე იონგი, ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, ტორესი, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, დე იონგი, იამალი, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, იამალი, ლევანდოვსკი, გავი.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • SportsMole: 2-2
  • Sportskeeda: 1-3
  • 90min: 1-2

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    27 აგვ 2023, 18:02

    თუ ისევ მძინარეები არ გამოვიდნენ მოედანზე და თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზეს არ იქნება რთული მათი დამარცხება, მაგრამ რატომღაც წელს ჩვენებს თითქოს თამაში ეზარებათ, ან თითქოს დარწმუნებული არიან რო აუცილებლად მოიგებენ.
    არცერთი წუთით მოდუნება არ შეიძლება, თუ ვერ მოვიგებთ რეალს ვეღარც დავეწევით სეზონის ბოლომდე, ისეთ ტემპში დაიწყეს ჩემპიონატი.

  • Footballfan
    27 აგვ 2023, 16:52

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: alwaysculerr
    რობერტო არვნახო ძირითადში, მაგას გარსია მირჩევნია შუაში და მარჯვნივ კუნდე


    ეგრე იქნება პრეზენტაცია ჩავიმ ისე თქვა კუნდეს მარჯვენა მცველობაზე რომ აშკარად მარჯვივ დააყენებს

    მბაპეს და ლუკას ერნქნდესის დასაცინი რო გახდება ამხელა ისტორიის კლუბი კლუბს რომელიც 5 უდიდეს კლუბს შორის სამეულში თავჯსუფლად შედის დაცინიან პსჟს ფეხბურთელები😑 მოგიტყან კუმან ჩავი და ლაპორტა ყველაფერი ბარსას იმიჯის ასე გაფუჭებისთვის ნეტა მაგ ყლლეობა ლაპარაკის გამო ენრიკემ ორივე სკამზე დატოვოს შემდეგ თამაშში რატო არ გვხვდება პსჟ ლიგაზე რატოოო პსჟსთან ან ბაიერნთან ლიგაზე მოგება კლუბს რა დონეზე წაადგება არადა


    პსჟ კიდე ზომ მაგრამ ბაიერნი როგორ უნდა ინატროს ბარსას ფანმა ლიგაზე სასწაული პირდაპირ 🤣🤣🤣 გრიშა ონიანი ხომარაა მარტლა არ გელვეყო რაც გვიქნეს? და 10 წელიწადში ერთხელ რაღაც თამაშს მოვუგებთ და ვსო 🤣🤣🤣

  • რივალდო-მესი
    27 აგვ 2023, 14:05

    ძაან გაგვიჭირდება. ლევანამ თუ არ გამოიღვიძა გოლი ვინ უნდა გაიტანოს არ ვიცი.

  • Genius8
    27 აგვ 2023, 12:35

    ციტატა: Don_Andresito
    ბურთის კონტროლი უყვართ, იმედია ნახევარდაცვას ვერ დაგვიჯაბნიან. სისწრაფე დაგვჭირდება, კონტრაზე ადვილი გასახევია ამიტო იამალს უფრო დავაყენებდი, საერთოდ 3 შემტევით ვითამაშებდი მარა ტიპმა კადისს გამოუყვანა 5 ნახ.მცველი და დღეს ისევ 4-4-2 ს ითამაშებს. ამიტო ფრეს ველოდები. გარსია დაგვღუპავს, 3 ფორვარდით თუ შემოგვიტიეს მტერს, 2 მეტრიანი სორლოტი, ცქიფა მორენო და გარსიას აიცვავენ მწარედ. რა ცუდ დროს გვიღალატა არაუხომ. პედრიმაც. ასე რო იწყებენ ფორმაში როდისღა შევლენ


    ისე თუ აკვირდები შარშანაც ზუსტად ამ დროს დაიმტვრა არაუხო

  • levanoza
    27 აგვ 2023, 12:27

    იმედია დღესაც ფერმის ძროხების სექსს არ შემოგვთავაზებენ

  • Don_Andresito
    27 აგვ 2023, 10:24

    ბურთის კონტროლი უყვართ, იმედია ნახევარდაცვას ვერ დაგვიჯაბნიან. სისწრაფე დაგვჭირდება, კონტრაზე ადვილი გასახევია ამიტო იამალს უფრო დავაყენებდი, საერთოდ 3 შემტევით ვითამაშებდი მარა ტიპმა კადისს გამოუყვანა 5 ნახ.მცველი და დღეს ისევ 4-4-2 ს ითამაშებს. ამიტო ფრეს ველოდები. გარსია დაგვღუპავს, 3 ფორვარდით თუ შემოგვიტიეს მტერს, 2 მეტრიანი სორლოტი, ცქიფა მორენო და გარსიას აიცვავენ მწარედ. რა ცუდ დროს გვიღალატა არაუხომ. პედრიმაც. ასე რო იწყებენ ფორმაში როდისღა შევლენ

  • alwaysculerr
    27 აგვ 2023, 10:19

    რობერტო არვნახო ძირითადში, მაგას გარსია მირჩევნია შუაში და მარჯვნივ კუნდე