მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ხამესს დაუკავშირდა

“ბარსელონა” ხამესს დაუკავშირდა

“ბარსელონა” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს სურს კოლუმბიელის გაფორმება, რომელმაც მუდმივი ანტაგონისტის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს მხარს უჭერს კატალონიური კლუბის ლიდერი, ლიონელ მესი.  

ხამესის ტრანსფერი კატალონიის დედაქალაქში ნაკლებად რეალურია, რადგან როდრიგესისა და “რეალის” კონტრაქტში მითითებული პუნქტის თანახმად, “ბარსელონასთვის” მისი ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში