“ბარსელონას” ფეხბურთელები უკმაყოფილოები დარჩნენ ძირთადი შემადგენლობით, რომელიც პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში, “გრანადას” წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდა.
Don Balon-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” მიიჩნევენ, რომ ჟერემი მატიე და ანდრე გომეში თავიანთი თამაშის ხარისხით, კლუბის დონეს არ შეესაბამებიან.
“ბარსელონას” მოთამაშეები მწვრთნელისგან მოითხოვენ, რომ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ძირითად შემადგენლობაში სანდო ფეხბურთელები მოხვდნენ.


