“ბარსელონას” ფეხბურთელთა აზრები ორად გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ნახევარმცველი უნდა გაიფორმოს კატალონიურმა კლუბმა, ფილიპე კოუტინიო თუ მარკო ვერატი.
Don Balon-ის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემტევ ტრიოს (MSN) გუნდში ბრაზილიელი ნახევარმცველის ხილვა სურს, კაპიტანი ანდრეს ინიესტა და ჟერარ პიკე კი მიიჩნევენ, რომ იტალიელი უფრო შეეფერება “ბარსელონას” სტილს, ვიდრე ფილიპე.
როგორც იცით, “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველის, ექტორ ბელერინის ტრანსფერზეც მუშაობს.