მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შაკირა “ბარსელონასთან” ერთად სკოლას გახსნის

შაკირა “ბარსელონასთან” ერთად სკოლას გახსნის

შაკირა მშობლიურ ქალაქ, ბარანკილიაში სკოლას ჩამოაყალიბებს. საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობას დააფინანსებს მომღერლის ფირმა Pies Descalzos, “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდსა (სადაც ჟერარ პიკე ასპარეზობს) და კოლუმბიურ საბანკო ფონდთან, La Caixa-სთან ერთად.

როგორც იტყობინება Billboard, Nuevo Bosque-Pies Descalzos გახდება მეშვიდე სკოლა, რომელიც მომღერალმა კოლუმბიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში გახსნა.

“როცა სკოლების ჩამოყალიბება დავიწყეთ, სპეციალურად ვარჩევდით რაიონებს, სადაც არ იყო არამხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ინფრასტრუქტურა, გზები და სასმელი წყალი.

ჩვენ ამას ვაკეთებდით იქ, სადაც სამმართველო თითქოს უძლური იყო, ათასობით ბავშვს კი არ შეეძლო მაღალი დონის განათლების მიღება. ყველაფერი იცვლებოდა: გაჩნდა სამუშაო ადგილები, შეწყდა შიმშილობა, ბავშვებმა კი განათლების სფეროში წარმატებას მიაღწიეს.

ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვართ და თუ გვსურს განვითარებულ და ცივილიზირებულ მსოფლიოში ვიცხოვროთ, ბავშვების განათლებაში ინვესტიცია უნდა შევიტანოთ და მათ დავეხმაროთ – სწორედ ეს არის საუკეთესო გზა სიღარიბის აღმოსაფხვრელად.”-ამბობს შაკირა.

მოსალოდნელია, რომ Nuevo Bosque-Pies Descalzos 2 წელიწადში გაიხსნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში