ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მომავალ ზაფხულში ორი ინგლისური გრანდი იბრძოლებს “ბარსელონას” ფორვარდის, ნეიმარ და სილვას გაფორმებისთვის.
წყაროს თანახმად, ბრაზილიელმა მეგობრებს უთხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “ჩელსიმ” “ბარსელონას” მის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართეს.
მედია წერს, რომ ნეიმარს სურს ითამაშოს იქ, სადაც საკუთარ თავს ლიდერად იგრძნობს და ანაზღაურების სახით მიიღებს 25 მილიონ ევროს წელიწადში. ამჟამად, “ბარსელონაში” მას ლიონელ მესი ამის საშუალებას არ აძლევს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მანჩესტერი” მზადაა ნეიმარის კონტრაქტი 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს.



