მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე “გრანადასთან” მატჩს გამოტოვებს

პიკე “გრანადასთან” მატჩს გამოტოვებს

ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ჟერარ პიკე ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასტურიელმა სპეციალისტმა ესპანელი მცველის განცხადებებზეც ისაუბრა მადრიდის “რეალის” უსამართლო ბრძოლასთან დაკავშირებით.

“გადავწყვიტეთ პიკე დაგვესვენებინა, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჟერარმა უამრავ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება განცხადებებს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ვფიქრობ ამ თემაზე. ისეთი მოთამაშე, როგორიც პიკეა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს. ის სხვების აზრს პატივს სცემს და მისდამი პატივისცემას ითხოვს. მე ბევრად უფრო რადიკალური შეხედულება მაქვს, რის გამოც უმჯობესია გავჩუმდე.”-განაცხადა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე.

როგორც იცით, “გრანადას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერც ლიონელ მესი მიიღებს.

“ბარსელონას” ლაზარეთში ამჟამად ალეიშ ვიდალი და არდა თურანი იმყოფებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში