მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აპრილის 9-მატჩიანი მარათონი

აპრილის 9-მატჩიანი მარათონი

აპრილში “ბარსელონა” 9 მატჩს გამართავს. ლუის ენრიკეს კოლექტივს სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, გუნდი ლა ლიგაში 7 შეხვედრას ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი – ორს.

აქამდე, ასტურიელი სპეციალისტი მშვიდად და მორიდებულად საუბრობდა ტრიპლეტთან დაკავშირებით. ლუჩო მიზნად ისახავდა, რომ კალენდარული წლის ამ მონაკვეთს გუნდი საუკეთესო მდგომარეობაში შეხვედროდა. ახლა “ბარსელონა” სამ ფრონტზე იბრძვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დავალება შესრულებულია.

ლა ლიგა

ლა ლიგაში ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ, “ბარსელონა” 63 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერობს “რეალი” (65), რომელსაც თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს, “სელტას” წინააღმდეგ. სწორედ ვიგოელებმა დაამარცხეს მადრიდელები ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში, ამიტომ, “სამეფო კლუბს” 3 ქულა გარანტირებული არ აქვს.

აპრილში “ბლაუგრანა” ლა ლიგაში 4 გასვლით და 3 საშინაო მატჩს ჩაატარებს. პირველი გაჩერება იქნება “ნუევო ლოს კარმენესი”. გრანადაში ვიზიტის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფრები” “სევილიას” დაუპირისპირდებიან, რომელიც ლიდერთან 8 ქულიანი სხვაობის მიუხედავად, ტიტულის ერთ-ერთ პრეტენდენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ანდალუსიელებთან შეხვედრის შემდეგ “ბარსელონა” ეწვევა მალაგასა და ტურინს, რასაც მოსდევს საშინაო დაპირისპირებები “სოსიედადისა” და “იუვენტუსის” წინააღმდეგ.

23 აპრილი “ბარსელონასთვის” განსაკუთრებული თარიღია, რადგან “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ელ კლასიკო” გაიმართება. ორივე გუნდი დუელამდე 4 მატჩს ჩაატარებს ლა ლიგაში.

თუ გუნდები “ელ კლასიკოს” საუკეთესო შედეგებით შეხვდებიან, 23 აპრილი ტიტულისთვის ბრძოლაზე დიდ გავლენას მოახდენს.

აპრილის ბოლო 2 დაპირისპირებას “ბარსელონა” 4 დღიან მონაკვეთში ჩაატარებს. კლასიკოს შემდეგ ენრიკეს გუნდი “ოსასუნას” უმასპინძლებს, შემდეგ კი პრინციპულ მატჩს გამართავს “ესპანიოლის” წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგა

“იუვენტუსისა” და “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება 11 აპრილს, ტურინში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 18 აპრილს “კამპ ნოუზე”. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური კატალონიურმა კლუბმა დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოიპოვა.

1/8 ფინალში, “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ (0:4), “ბლაუგრანამ” საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ისტორია დაწერა, რაც გუნდს მორალურად კიდევ უფრო ამაღლებს.

აპრილის 9-მატჩიანი მარათონის შემდეგ გავიგებთ, შეინარჩუნებს თუ არა “ბარსელონა” ტრიპლეტის მოპოვების შანსს. მომავალ 30 დღეში ნაჩვენები შედეგი უამრავ საკითხზე მოახდენს გავლენას.

მედიამ დაწერა, რომ თუ ლუის ენრიკესთან ერთად ხუან კარლოს უნსუე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის შესაძლოა მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (14)

  • BCN_CHAMPION
    schedule 02 აპრ 2017, 21:57

    აუ როგორ მინდა ლა ლიგა მოვიგოთ წელს, იმედია ელ კლასიკოში დავამარცხებთ რეალს

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 აპრ 2017, 17:22

    წარმტებეი ბარსას უნდა მოვიგოთ

  • ChillO
    schedule 01 აპრ 2017, 14:45

    იეესსსსსს ტელეფონი გავაკეთე.არ არის ადვილი თვე და ენდა მოინდომონ ბიჭებმა

  • გოგიტა
    schedule 01 აპრ 2017, 14:23

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?


    ბრაზილია მოიგებს ისე მაგრამ არგენტინამ მინდა მოიგოს

  • lado-barca
    schedule 01 აპრ 2017, 13:43

    მაგარი თამაშები იქნება აბა მიდით ბიჭებო!!!

  • msd2004
    schedule 01 აპრ 2017, 13:40

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?


    არგენტინა

  • maxo barsa
    schedule 01 აპრ 2017, 12:40

    Midit bihebooo bolomee magari tve iqneba apriliiiii

  • cinto99
    schedule 01 აპრ 2017, 12:38

    ციტატა: Oto_barca

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?


    ბრაზილიისკენ


    არგენტინა იმიტომ რო გულშემატკივარი ვარ 😀

  • Oto_barca
    schedule 01 აპრ 2017, 12:23

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?


    ბრაზილიისკენ

  • KoCheQsa
    schedule 01 აპრ 2017, 11:56

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?


    არგენტინა :))

  • maxodali
    schedule 01 აპრ 2017, 11:53

    ახლა უნდა ივაშკაცოს ყველამ,ლუჩოზე ბევრია დამოკიდებული რაც შეიძლება მოტივირებული უნდა გამოიყვანოს გუნდი ყველა თამაშზე.

  • Leo_Messi_Barca_ilia
    schedule 01 აპრ 2017, 11:50

    მეგობრებო,ერთი კითხვა მაქ ამერიკული კლასიკო რომ იყოს (არგენტინა-ბრაზილია)ვის მხარეზე იქნებით?

  • fcb fan
    schedule 01 აპრ 2017, 11:50

    Xval Messi iqneba hoo?,tu icit

  • theodore bagwell
    schedule 01 აპრ 2017, 11:46

    Atletikom unda mougos reals da mere chvenc , an sadme waifortxialos atlestan tu ar waagebs