“ბარსელონას” ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ნეიმარ და სილვამ განაცხადა, რომ მომავალში “ოქროს ბურთის” მოგება სურს. ბრაზილიელი ფორვარდის თქმით, ამჟამად პირადი ამბიციები მისთვის მთავარი არ არის.
“ამ რთული დავალების შესრულებას მიზნად ვისახავ. “ოქროს ბურთი” – პირადი გამარჯვებაა, რაზეც ვოცნებობ. არ ვჩქარობ, პირადი ამბიცია არ არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთს ვთამაშობ. იმიტომ ვთამაშობ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს. მომწონს პარტნიორებსა და გუნდზე დახმარება.
თუ ყველაფერი რიგზე იქნება ინდივიდუალურ ჯილდოებსაც მოვიპოვებ.”-თქვა ნეიმარმა.



