მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”: “პიკეს პასუხს “კლასიკოში” გავცემთ”

“რეალი”: “პიკეს პასუხს “კლასიკოში” გავცემთ”

მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალი” არ აპირებს “ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ჟერარ პიკეს, დედაქალაქური კლუბის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, სასამართლოში უჩივლოს.

იმავე გამოცემის ცნობით, “სამეფო კლუბმა” ასეთი განცხადება გაავრცელა: “პიკეს სიტყვებზე ჩვენი საუკეთესო პასუხი 23 აპრილს გასამართი “ელ კლასიკო” იქნება. “რეალი” თავის სათქმელს ყოველთვის საფეხბურთო მოედანზე ამბობს.”

სავარაუდოდ, პიკესადმი “რეალის” “პასუხს” თვალს “სანტიაგო ბერნაბეუს” VIP-ლოჟიდან მიადევნებს მარტა სილვა – პროკურორი, რომელიც მესისა და ნეიმარის მიმართ საგადასახადო დევნის აღდგენის ინიციატორია. ის ასევე გახლავთ “რეალის” ყოფილი დირექტორი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში