მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “რეალს” ჩემპიონთა ლიგა მსაჯებმა მოაგებინეს და ყველა დუმს”

პიკე: “რეალს” ჩემპიონთა ლიგა მსაჯებმა მოაგებინეს და ყველა დუმს”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე აცხადებს, რომ მსაჯებთან დაკავშირებით ხალხი მხოლოდ კატალონიურ გუნდთან მიმართებაში საუბრობს და ივიწყებს, თუ როგორ ეხმარებიან არბიტრები “რაელს”. 29 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალი გაიხსენა, როდესაც სერხიო რამოსმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

“როდის გვეხმარებოდნენ მსაჯები ჩვენ? ეს ჩემპიონთა ლიგაზე ხდებოდა? მე კი ვფიქრობდი, რომ ესპანეთის ჩემპიონატში. ამ ტურნირზე, მსგავსი რამ დიდი ხანია აღარ მომხდარა.

პსჟ-სთან ისტორიული ქამბექი გავაკეთეთ, თქვენ კი მსაჯობის თემას განიხილავთ. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა რამოსის მიერ თამაშგარედან გატანილი გოლით მოიგო და ამ თემაზე, რატომღაც, ყველა დუმს.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში