ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ჟერარ პიკე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ნაკრების რიგებში წარმატებით გამოსვლას.
მცველმა წარსულში განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს დატოვებს.
“ასეთმა ფეხბურთელებმა ნაკრებში ასპარეზობის ვადასთან დაკავშირებით, საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება დაიმსახურეს. პირადად მე პიკეს ეროვნულ გუნდში დარჩენას ვურჩევ.”-ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca.


