მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “არ მომწონს, რომ მესისა და ნეიმარის ბრალმდებლები “ბერნაბეუს” VIP-ლოჟაში სხედან”

პიკე: “არ მომწონს, რომ მესისა და ნეიმარის ბრალმდებლები “ბერნაბეუს” VIP-ლოჟაში სხედან”

“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას, საინტერესო თემას შეეხო.

“რეალის” მოთამაშეების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არის რაღაცები რაც არ მომწონს.

ჩემთვის არ არის სასიამოვნო იმის დანახვა, რომ ადამიანები, რომლებიც მესისა და ნეიმარს სასამართლოში უჩივიან, “სანტიაგო ბერნაბეუს” VIP-ლოჟაში სხედან.

მუდმივი ბრალდება ნეიმარისა და მესის მიმართ და არაფერი რონალდუს საწინააღმდეგოდ. ეს ყოველთვის ასე იყო.”-ამბობს პიკე.

საუბარია მარტა სილვა ლაპუერტეზე, პროკურორზე, რომელიც წარსულში მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში