workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “2013 წელს სუარესი ძალიან ახლოს იყო “არსენალში” გადასვლასთან”

ვენგერი: “2013 წელს სუარესი ძალიან ახლოს იყო “არსენალში” გადასვლასთან”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ 2013 წელს, “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელიც იმჟამად “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, ლონდონურ კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

“სუარესი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ ფეხბურთელთან შეთანხმება გვქონდა. მაგრამ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის გადახდის პირობა იყო. კლუბმა გადაწყვიტა, რომ ის არ გაეშვა.

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ჩვენთან გადმოსვლა სურდა. მაგრამ მათ ურუგვაელი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნეს, კონტრაქტის პირობები გაუუმჯობესეს და დაპირდნენ, რომ შემდეგ, უცხოურ კლუბში გაყიდდნენ.” – განაცხადა ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward