“ბარსელონა” “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი იტალიელებს ფორვარდის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობს და ასევე თავის რამდენიმე ფეხბურთელს – ანდრე გომეშს, ივან რაკიტიჩს ან ხავიერ მასკერანოს.
თავად დიბალასთვის კატალონიელები ძირითად შემადგნელობაში ადგილის გარანტირებას აპირებენ. არგენტინელი ფლანგის თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს, მისი თანამემამულე, ლიონელ მესი კი ნახევარდაცვის ხაზთან ახლოს ჩამოვა.



