როგორც იცით, გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “დეპორტივო” ლა კორუნია და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდა. შეხვედრა “ბლაუგრანას” უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 0:4 დასრულდა. მატჩის შემდეგ ლა კორუნიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ანხელ ლოტინამ განაცხადა, რომ მას ძალიან ეწყინა, როდესაც “დეპორტივომ” მესამე და მეოთხე გოლი გაუშვა.
“ძალიან საწყენი იყო ის ფაქტი, როდესაც ჩვენ მესამე და მეოთხე გოლი გავუშვით. როდესაც ანგარიში 0:2 გახლდათ, ჩემი გუნდი სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობდა. ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ისე ჩაატარეს, როგორც საჭირო იყო. ჩვენ შევეცადეთ გვეთამაშა სწრაფად და მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ, მათ არ მივეცით საშუალება, რათა თავისუფალი ადგილი ჰქონოდათ, ამიტომ კატალონიელებმაც გვაიძულეს, რომ სამჯერ მეტი დატვირთვით ჩაგვეტარებინა მატჩი”-განაცადა მიგელ ანხელ ლოტინამ “MARCA”-სთან ინტერვიუში.



