მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერგიუსონი: “რონალდუსა და მესის წასვლის შემდეგ ციკლი შეიცვლება”

ფერგიუსონი: “რონალდუსა და მესის წასვლის შემდეგ ციკლი შეიცვლება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა ევროპაში ესპანური გუნდების დომინირებაზე ისაუბრა. “წითელ ეშმაკთა” ყოფილი თავკაცის აზრით, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის წასვლის შემდეგ პრიმერა დივიზიონის კლუბთა გამარჯვების ციკლი შესაძლოა, შეწყდეს.

“რატომ ვერ იგებენ ინგლისური გუნდები ჩემპიონთა ლიგას? ეს მძიმეა. ვფიქრობ, წარმატებულ გუნდთა ისტორია ციკლურია. 70-იან წლებში იყვნენ “აიაქსი” და “ბაიერნი”, შემდეგ “ლივერპული”, 90-იან წლებში კი – “მილანი” და სხვა იტალიური კლუბები. ინგლისს შესანიშნავი შედგები ჰქონდა. ჩვენ 4 წელიწადში 3-ჯერ გავედით ფინალში. ეჭვგარეშეა, რომ ახლა ესპანელები დომინირებენ.

ახლა ლა ლიგის კლუბთა ციკლია, ამიტომ ისინი იმარჯვებენ. ეს, შესაძლოა, შეიცვალოს. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ახალგაზრდები აღარ არიან, შეძლებენ ისინი მათ შეცვლას? როცა ეს ორი ფეხბურთელი კარიერას დაასრულებს ციკლი შეიცვლება.”-ციტირებს ფერგიუსონს ESPN FC.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში