“ბარსელონას” ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს ახალი მცველი შეუერთდება. ამის შესახებ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ისაუბრა.
მას სთხოვეს დაეზუსტებინა გავრცელებული ინფორმაცია ექტორ ბელერინის შესახებ.
“საუბარია პოზიციაზე, რომელიც გვაინტერესებს. ბევრი კანდიდატი გვყავს და ჩვენ საუკეთესოს ავირჩევთ. ყოველთვის გვსურს გუნდის თამაშის სრულყოფა, როცა სატრანსფერო ფანჯარა ამის უფლებას გვაძლევს.
ახლა მსურს ვიფიქრო “ბარსელონას” ტიტულებზე და არა ბელერინზე.”-ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Sport.


