მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, სერხიო რამოსმა ჟერარ პიკესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
“მატჩის დასრულებისას ჩვენ ერთმანეთს ხელს ვართმევთ. “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ყოველთვის ასე ხდებოდა და ეს არ შეიცვლება. ახლა, მე პიკეს ჩავეხუტები. ჩვენ “ქვების სროლას” შევეჩვიეთ, მაგრამ ამას ბოროტი განზრახვით არ ვაკეთებთ, რაც ძალიან კარგია.“-ციტირებს 30 წლის მცველის სიტყვებს AS.
აპრილში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ელ კლასიკო” გაიმართება.



