ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირება საინტერესო იქნება. როგორც იცით, “ბებერი ქალბატონი” “ბლაუგრანას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შეხვდება.
“ბარსელონასთან” საინტერესო დაპირისპირება გველის, მაგრამ მანამდე 4 შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. კატალონიურ კლუბზე ზედმეტად ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა.”-ამბობს ალეგრი.
ხვალ, 19 აპრილს “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება.



