“ბარსელონას” უკვე ჰყავს ლუის ენრიკეს მემკვიდრე. მისი სახელია ხუან კარლოს უნსუე. ასტურიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს ტოვებს, მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი კი სწორედ მისი ასისტენტია.
აღებული კურსის გაგრძელების ვარიანტი პოპულარობით სარგებლობს იმ 4 პირს შორის, რომელიც ამ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი (პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე, აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ სოლერი და სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი).
უნსუეს მხარესაა უპირატესობა, რაც მას “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების უფლებას აძლევს: გამოცდილება, ცოდნა (ინფორმაცია კლუბის შესახებ), მოთამაშეების სიმპათია და ტაქტიკური განსწავლულობა. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა იდეალურად ჩაითვალოს, როგორც თავის დროზე ტიტო ვილანოვას შემთხვევაში მოხდა, როცა მან ხოსეპ გვარდიოლა ჩაანაცვლა.
მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგი გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. გუნდის ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება ტრიუმფის შემდეგ და მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება ჩავარდნის შემდეგ – ერთი და იგივე არ არის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა უნსუეს ბედს გადაწყვეტენ.
უნსუე მთავარ პრეტენდენტად იქცა, “სევილიას” დამრიგებელი ხორხე სამპაოლი კი თითქმის გამოირიცხა კანდიდატთა სიიდან. ამის მიზეზი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში განცდილი მარცხი არ არის. კატალონიური კლუბის სისტემის შესახებ არასაკმარისი ცოდნა, ხელმძღვანელობას არგენტინელის ადაპტაციის სავარაუდო გართულებაზე აფიქრებს, როგორც ეს ტატა მარტინოს შემთხვევაში მოხდა. დირექტორებს ექსპერიმენტების ჩატარება არ სურთ. სამპაოლის ფილოსოფია შესაძლოა გუნდს ვერ მოერგოს, ეს კი არასაჭირო რისკს მოიცავს.
მესამე კანდიდატი – ერნესტო ვალვერდე – კვლავ ინარჩუნებს შანსებს. მას “ატლეტიკთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, მიუხედავად იმისა, რომ ბასკური კლუბისგან შემოთავაზება მიიღო. სპეციალისტის გარემოცვას თუ ვენდობით, ის გადაწყვეტილებას მიიღებს “ბარსელონადან” ზარის მოლოდინში.
თუ გახსოვთ ვილანოვას ბარსელონა შეუჩერებელი იყო პირველი წრე შემდეგ მოხდა ერთად ყველაფერი ავადმყოფობაო და ათასი რამ იყო კიდევ. იმ ბარსაზე ჟურნალებში ისეთებს წერდნენ რომ სტატიებით შეგიყვარდებოდა და ვნახოთ ეს უნსუეც თან მე მომწონს როგორც მოქმედებს სკამზე ეს კაცი ძაან ემოციურია ხოლმე და ენრიკეს რჩევებს აძლევს ხოლმე ტაქტიკურად როგორ იმოქმედოს და არ იქნება ცუდი მევრთნელად ბოლობოლო ტატა მარტინო და ჯორდი როურა ავიტანეთ წელიწად ნახევარი და 1 წელი ამასაც გავუძლოთ
ეგ რა შუაშია ბრატ კაცი 50 წლისაა და ამბობენ ბარსასთვის ჯერ ადრეაო ვერ გავიგე რას უწუნებთ ამ კაცს, რაიკაარდის დროს ასისტენტი იყო მისი მერე გვარდიოლას ასისტენტიც იყო ისევ ბარსაში და ახლა ენრიკეს ასისტენტია წლბია უკვე ბარსას მწვრთნელების ასისტენტია კლუბსაც კარგად იცნობს და ფეხბურთელებსაც და რას უწუნებთ ან ნახეთ ამ სამპაოლიში ყველას სამპაოლი რო გინდათ რა არის ასეთი სამპაოლის კუმანიც მირჩევნია და გარსიაც
კუმანი მინდა მე
😀 აი სად დაგვერხა 😀
უნსუე არა რააა, ერთი წესიერი ტრენერი აღირსეთ ამ გუნდს რაა!!
Me mgonia aamushavebs gunds
barsas direqtori ro iyo tu ar vcdebi laporte is dabrundes da ai mere naxet transferebi da gundi ra janze iqneba…
Ra vicit zidanivit ar gaaketos
Gmertma nateli daumkvidros titos udides pativa vcem mis suls mara es pilmi xo nanaxi gvaqvs. Tan ar maxsovs hepi endit dasrulebuliyo. Cudia dzalian cudia didi shecdoma iqneba
არა არა და არა.უნსეუ არ გვინდა.არ ვიცი მე მაქვს ალბათ აკვიატება არ მომწონს როცა ასისტენტს ნიშნავენ მთავარ მწვრთნელა.ლესტერი რომ ლესტერია იმის ტრენერადაც კი არ მინდოდა შექსპირი.ჩემი აზრით უნსუე იმიტომ უნდათ,რომ ზედმეტ ფულს არ დახარჯავენ მწვრთნელისთვის ამას პლუს ტრანსფერებს არ მოითხოვს რასაც უფროსები ჩასძახებენ იმას ამოსძახებს. თან არსად მთავარი მწვრთნელი არ ყოფილა.უნსუე იქნება ის რაც იყო ენრიკე ჩემი აზრით გაუარესებული ვარიანტი.
Ra azri aqvs mashin darches isev enrike gundshii.unsue da enrikes barcelonas shoris gansxvaveba saertot ar iqneba..es bartomeua shesacvlelii sxvaa aravin..