“ბარსა” დღეს ლა კორუნიას ესტუმრა, სადაც თბილისის დროით, ღამის პირველ საათზე ადგილობრივ “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. “სამეფო თასის” მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსამ” ბასკური “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართა, გვარდიოლას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია…
“ბარსამ” თავისი “მებრძოლი სულის” ჩვენება 2011 წლის პირველ ორ მატჩში, “ლევანტესთან” და “ატლეტიკთან”, ვერ შეძლო, რის გამოც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიეცა საბაბი, რათა მსოფლიოს საუკეთესო კლუბი კრიტიკის ქარ–ცეცხლში მოექცია. დღეს საღამოს კი “რიასორზე” კატალონიელებს ეძლევათ საშუალება რა დაამარცხონ ლა კორუნიელი ფეხბურთელები და ამასთან ერთად დააშოშმინონ ის ხალხი, ვინც დღესა და ღამეს “ბარსას” საფუძვლიან, თუ უსაფუძვლო კრიტიკაში ატარებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ ლა კორუნიაში პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი და პლუს ერთი “ბარსა ბ”–ს ვარსკვლავი, ტიაგო ალკანტარა წაეყვანა. მოგეხსენებათ “ბილბაოსთან” შეხვედრა გამოტოვა ბრაზილიელმა მცველმა, მაქსველმა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. ახლა იგი სრულ მწყობრშია და იმ 21 ფეხბურთელს შორისაცაა, რომლებსაც დღეს შესაძლოა მატჩში მონაწილეობა მიიღოს. დღეს მოედანზე შესაძლოა ვიხილოთ ადრიანიც. ალბათ ეს გვარი “ბარსას” შემადგენლობიდან არ გეცნობათ. ეს ფეხბურთელი ლათინას განკარგულებაშია. მან ბოლო შეხვედრაში, რომელიც ლა კორუნიულმა გუნდმა “კორდობას” წინააღმდეგ გამართა, თავისი შესაძებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინა და ვეტერანი ვალერონის ნაცვლად ჩვენ შესაძლოა დღევანდელ მატჩში სწორედ იგი ვიხილოთ.
გუნდის სიახლეების შესახებ ყველამ გაიგო, ახლა კი თვალი სტატისტიკასაც გადავავლოთ. “ბარსამ” “ლა ლიგაში” სულ, 8 გასვლითი შეხვედრა გამართა და აქედან ყველაში მეტოქის დამარცხება შეძლო. ბურთების შეფარდება კი 29–4–ზეა. კატალონიური კლუბი ასევე ზედიზედ თერთმეტი შეხვედრაა, რაც წარმატების მოპოვებას ახერხებს, რითიც 2005/06 წლების სეზონის რეკორდს უახლოვდება “დეპორტივოს” სტარტი კი “ლა ლიგაში” საშინელი გამოდგა, მაგრამ ნოემბერში მათ ქულების დაგროვება მოახერხეს, რის გამოც ახლა ლა კორუნიული გუნდი მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ნოემბრის თვეში შესაძლო 27 ქულიდან მათ 17 ქულის დაგროვება მოახერხეს.
კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, დავიდ ვილია და ლა კორუნიის “დეპორტივო” ერთმანეთთან ძალიან “მეგობრულად” არიან განწყობილნი. დავიდს ლა კორუნიული გუნდის წინააღდეგ 13 შეხვედრა აქვს გამართული და ამ შეხვედრებში მან “დეპორის” ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, თუ უბრალო გულშემატკივრების გულების დამწუხრება 10–ჯერ შეძლო. სხვათაშორის, 2006 წელს გატანილი გოლი ვილიასთვის კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესოა. ესპანელ ფორვარდს “ლა ლიგის” ამ სეზონში მეტოქის კარი მხოლოდ 11–ჯერ აქვს აღებული, რაც შესაძლოა “რიასორზე” შეკრებილი პუბლიკის დამწუხრებული სახეების საწინდარი გახდეს. მითუმეტეს რომ ბოლო შეხვედრაში დავიდი არც ისე კარგად გამოიყურებოდა… “დეპორტივოს” მხრიდან, გოლებს არ უჩივის ადრიანი. მან ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც “დეპორმა” ბასკური “ბილბაოსა” და “კორდობას” წინააღმდეგ გამართა, 5 გოლის გატანა შეძლო. დღევანდელ მატჩში კი მისგან ჰეტ–ტრიკის, ან დუბლის შესრულებას თუ არა რაიმე ხიფათს მაინც უნდა ველოდეთ, თუ რაღა თქმა უნდა საერთოდ მისი მოედანზე ხილვა შევძელით.
“ბარსას” მსგავსად, “დეპორტივო” “სამეფო თასის” მეოთხედ–ფინალში გავიდა. ახლა “დეპორი” “ალმერიას” წინააღმდეგ წარსდგება და თუ მათ, და ასევე კატალონიელებმა “ბეტისის” დამარცხება, შეძლეს, მაშინ ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.
P.S. დაძაბულ და ლამაზ სანახოაბას გისურვებთ.



