მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სამპაოლის კანდიდატურას აღარ განიხილავს

“ბარსელონა” სამპაოლის კანდიდატურას აღარ განიხილავს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტის პრეტენდენტთა სიიდან ხორხე სამპაოლი გამორიცხა, იტყობინება Catalunya Radio. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ არგენტინელმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

ზოგიერთი მედია საშუალება ამტკიცებს, რომ თუ მიმდინარე სეზონში “სევილია” ევროტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს, სამპაოლის დაითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ “სევილიადან” წასვლის შემთხვევაში, სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის პრეტენდენტი გახდება, რაც 57 წლის სპეციალისტის ოცნებაა.

შეგახსენებთ, მარტში ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ტოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში