მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Don Balon: “ბარსელონა” ზაფხულში ანდრეა ბელოტის შეიძენს

Don Balon: “ბარსელონა” ზაფხულში ანდრეა ბელოტის შეიძენს

“ტორინოს” ფორვარდმა, ანდრეა ბელოტიმ, შესაძლოა, ზაფხულში, “ბარსელონაში” პაკო ალკასერი შეცვალოს, იტყობინება Don Balon.

კატალონიელები იტალიელი ფეხბურთელის შეძენას იმედოვნებენ, რომელმაც მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

თუ “ბარსელონა” ყველა საკითხს მოაგვარებს, მაშინ ბელოტი “კამპ ნოუზე” უახლოეს ზაფხულში, პაკო ალკასერის შემცვლელად გადავა. “ვალენსიას” ყოფილმა თავდამსხმელმა, “ბარსას” მაისურით 13 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მისი იმედი აღარ აქვთ.

კატალონიური კლუბის გამო, ბელოტიმ უკვე ორი ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში