“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა, კაკამ, “ბარსელონას” თავდამსხმელს, ნეიმარს ხუმრობით ურჩია, რომ სახელი შეიცვალოს.
“მას შემდეგ, რაც ნეიმარი “ბარსელონაში” გადავიდა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებასთან ახლოსაა.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ სახელს “რეიმარად” გადაიკეთებს, მას ამის უფრო მეტი შანსი ექნება.
ყველა წარმატებული ბრაზილიელის სახელი “რ” ასოზე იწყებოდა.” – განაცხადა კაკამ.

