“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი დროთა განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და სამეფო ტახტზე მის პარტნიორს, ლიონელ მესის შეცვლის.
“ნეიმარმა პსჟ-სთან მატჩში საჯარიმოდან ფენომენალური გოლი გაიტანა. კარში ორი გოლკიპერიც რომ ყოფილიყო – გუნდის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ. სწორედ ნეიმარი იყო საუკეთესო მოედანზე იმ ღამით. ჩემთვის ის სამეფო ტახტის მემკვიდრეა.” – განაცხადა ინგლისელმა.


