“ბარსელონაში” ფრენკი დე იონგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია – კლუბს მისი გაყიდვა ან ხელფასის შემცირება სურს, მაგრამ ფეხბურთელი თანხმობას არცერთ ვარიანტზე არ აცხადებს.
ნიდერლანდელის ერთ-ერთი მსურველი “მანჩესტერ იუნაიტედია”, მაგრამ, როგორც ყველამ იცის, ერიკ ტენ ჰაგის ფაქტორის მიუხედავად, მისი პრიორიტეტი “ბარსაში” დარჩენაა, და თუ საბოლოოდ წასვლა მოუწევს, ურჩევნია, ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს.
ფრენკის სიტუაციას, “წითელი ეშმაკების” ლეგენდა, რიო ფერდინანდი ეხმაურება და საინტერესო კომენტარს აკეთებს:
ფრენკი დე იონგი? მან უარით გაგვისტუმრა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ნიდერლანდელის დარწმუნებას კვლავ ცდილობს – ამ ფეხბურთელის შესაძენად თავს ვიმცირებთ…
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორსტეინის ინფორმაციით, “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს დე იონგის გადაბირების შანსი, პრაქტიკულად, არ აქვთ.
მანჩესტერს მაშინ დაერხა, როცა რონალდუ იყიდა.
მანჩე მაგრად მეცოდება, ხო დიდი და ისტორიული კლუბია და რა დღეში არიან რაარი ეს, ჩემი გუნდი რომ ეგრე იყოს გავგიჟდებოდი, კი აეანაკლები სირცხვილი ვჭამეთ ლიგაზე რამოდენიმეჯერ მაგრამ მაინც ასე საშუალო დონის კლუბები რომ უშანსოდ გიგებენ ძაან სირცხვილია
Მანჩესტერი უკვე მეცოდება, რაღაც რადიკალურად არის შესაცვლელი რა
ვარანი მეცოდება ყველაზე მეტად მაგ გუნდში სასწაული მონაცემების მცველია სასწაული კარიერით რაქნა ტიპმა რამ გადაიყვანა მანდ 😃 რეალში რო ყოფილიყო კარიერის ბოლოსკე შეილება ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სახელითაც კი შესულიყო
მანჩესტერს რაც ჭირს ეს უკვე მენტალური პრობლემაა…არშეიძლება გუნდი რეგურალურად აგებდეს აშკარა აუტსაიდერებთან. თან წაგებასაც ხო გააჩნია აი ნადგურდებიან.არადა იდეაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ.ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ფეხი ვერ აიდგეს და რაღაცმხრივ ფერდინანდიც მართალია. ფეხბურთელს რომელსაც არუნდა შენთან მას თავი უნდა გაანებო ნათელი მაგალითი პოგბა ჰყავდათ. მაღალი კლასის იყო მაგრამ სულს და გულს არ დებდა თამაშებში. პლიუს უსაზიზღრესი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ რა ხალში იხდიან ფულს გული გაგისკდება. იმედია გუნდი თავის სათამაშო ფილოსოფიას ისევ მიაგნებს და დაბრუნდება დიდ ფეხბურთში. ის ახლა რასაც მანჩესტერის წითელ მხარეში ხდება საშინელებაა და ამ გუნდის სირცხვილია
ისე მცირდებით ყველა თამაშში ამასაც აიტანთ