მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუანფრანს “დეპორტივოში” დარჩენა სურს

ხუანფრანს “დეპორტივოში” დარჩენა სურს

“დეპორტივოს” მცველმა, ხუანფრანმა, რომლითაც “ბარსელონა” ინტერესდება, განაცხადა, რომ ამჟამინდელ კლუბში დარჩენა სურს. კატალონიელები ალეიშ ვიდალის შემცვლელს ეძებენ, რომელიც 5 თვით იუქმებს.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ლა ლიგის რეგლამენტის თანახმად, ვიდალის მძიმე ტრავმის გამო, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელი იყიდონ პრიმერადან. ნებადართულია თავისუფალი აგენტის გაფორმებაც.

“ბარსელონა” დაინტერესდა, მაგრამ ოფიციალური შემოთავაზება არ მიგვიღია. როგორც ჩანს, კატალონიური კლუბი სხვა მოთამაშის გაფორმებას ეცდება.

რა თქმა უნდა, ინტერესი ასეთი კლუბის მხრიდან სასიამოვნოა, მაგრამ მე არ მაქვს დიდი არჩევანი, რის გამოც სიხარულით დავრჩები “დეპორტივოში”.-ამბობს ხუანფრანი.

28 წლის ფეხბურთელის უფლებებს “უოტფორდი” ფლობს. აღსანიშნავია, რომ ხუანფრანი “რეალის” აღზრდილია. მას სამეფო კლუბის რიგებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში