მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკინიოსის აგენტი:”ბარსელონასთან” კონტაქტი არ მქონია”

მარკინიოსის აგენტი:”ბარსელონასთან” კონტაქტი არ მქონია”

მარკინიოსი “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფეხბურთელის აგენტმა, ჯულიანო ბერტოლუჩიმ. ბრაზილიელი მცველის ხელშეკრულება ფრანგულ კლუბთან 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

“მარკინიოსს პსჟ-სთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. მოლაპარაკების პროცესი დიდი ხნის წინ ჩაიშალა. კლუბის პრეზიდენტს “ბარსელონასთან” ან ნებისმიერ სხვა კლუბთან ტრანსფერის საკითხის განხილვა არ სურს.

“ბარსელონასთან” კონტაქტი არ მქონია. გასულ ზაფხულში პსჟ-ს მარკინიოსის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ კლუბმა წინადადება უარყო.“-ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში