დღეს დილით, “ბარსელონამ” “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში ჩაატარა.
კატალონიელები “პარის სენ-ჟერმენთან” მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ, რომელიც 8 მარტს, “კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში შედგება. პირველი მატჩი პარიზში, კატალონიელთა გამანადგურებელი მარცხით, 0:4 დასრულდა.
სავარჯიშო სესიას გუნდის ნახევარმცველი, ანდრე გომეში დაუბრუნდა, რომელმაც ავადმყოფობის გამო “სელტასთან” მატჩი გამოტოვა (5:0). პირველ გუნდთან ერთად სარეზერვო გუნდის ორმა ფეხბურთელმა, ვილფრიდ კაპტოუმმა და ალექს კარბონელმა ივარჯიშეს.
“ბარსელონა” მორიგ ვარჯიშს ხვალ დილით ჩაატარებს, რომელიც ოთხშაბათის დაპირისპირებამდე ბოლო იქნება.


