მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
122 გოლი მიმდინარე სეზონში – 42% მესის მონაწილეობით

122 გოლი მიმდინარე სეზონში – 42% მესის მონაწილეობით

სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ლიონელ მესი მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. არგენტინელმა “სელტას” კარში დუბლი გაიფორმა და ახლა მის ანგარიშზე 23 გოლია ლა ლიგაში.

მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანამ” 122-ჯერ აიღო მეტოქის კარი. გოლთა 42% მესის მონაწილეობით გავიდა.

ამასთანავე, 29 წლის ფორვარდმა ლა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ 9 მატჩში შეძლო გოლის გატანა და შედეგიანი გადაცემის გაკეთება. ეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

მიმდინარე სეზონში მესიმ “ბარსას” რიგებში 37 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 38 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • msd2004
    schedule 06 მარ 2017, 00:06

    ციტატა: KoCheQsa
    ეხა რო კიდე ვინმეს შეტენონ ოქროს ბურთი და ამას არა :)) იმის ხარჯზე რომ ლიგას მოიგებენ :)) გავაფრენ :))


    პსჟ-ს გავცდებით!!!(და მოვიგებთ ლიგას!!!)

  • KoCheQsa
    schedule 05 მარ 2017, 18:36

    ეხა რო კიდე ვინმეს შეტენონ ოქროს ბურთი და ამას არა :)) იმის ხარჯზე რომ ლიგას მოიგებენ :)) გავაფრენ :))

  • theodore bagwell
    schedule 05 მარ 2017, 16:41

    Wels baloni da the best leosia

  • ChillO
    schedule 05 მარ 2017, 16:41

    ლეო heart_eyes ლეგენდა კაცი

  • Leo-D10S
    schedule 05 მარ 2017, 16:22

    ლეგენდაააა