“ბარსელონამ” “სელტა” 5-0 დაამარცხა, დარჩა ლა ლიგის ცხრილის ლიდერის პოზიციაზე და სრულყოფილი გენერალური რეპეტიცია ჩაატარაა “ოპერაცია ქამბექისთვის”, რომელიც 8 მარტს, პსჟ-ს წინააღმდეგ გაიმართება.
ნუთუ შეუძლია “ბარსელონას” გააკეთოს ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია? ნუთუ კლუბი შეძლებს 4-ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრას? იმ ფეხბურთით, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია.
საფეხბურთო მასტერკლასი
“ბარსელონამ” პირველი სახიფათო მომენტი შექმნა მე-13 წუთზე – ნეიმარმა და მესიმ ერთი შეხებით კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც მესის დაბალი დარტყმით დასრულდა და სერხიო ალვარესს მოუწია საქმეში ჩართვა. მეკარემ ბურთი აიღო.
პირველ ტაიმში “სელტას” ერთი მომენტი შეექმნა, როცა რონკალიამ უმტიტის ცუდი გამოტანის შემდეგ დაარტყა. მას უკეთესად დარტყმა მართებდა.
იქამდე კი ნეიმარს ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე, როცა მან ლამაზად გადაუგდო მეკარეს თავზე ბურთი. შემდეგ იყო სუარესის და მესის მომენტი, ორივემ ძელს გაარტყა.
ტანგო და სამბა
პირველი გოლი მესიმ გაიტანა. მან მიიღო ბურთი ცენტრში, დატრიალდა, სისწრაფის ხარჯზე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ძალიან კარგად დაარტყა. მესის ეს უკვე იმდენჯერ აქვს გაკეთებული, რომ შესახედად ძალიან მარტივად გვეჩვენება.
“ბარსელონამ” ნამდვილი შოუ დადგა “კამპ ნოუზე”, რითაც მეორე გოლი გარდაუვალი იყო. ეს გოლი გავიდა მე-40 წუთზე, როცა მესის პასის შემდეგ ნეიმარმა სერხიო ალვარესს ბრწყინვალედ გადაუგდო თავზე ბურთი.
ჩვენ ვნახეთ სანახაობრივი 45 წუთი “კამპ ნოუზე”, მაგრამ კიდევ 45 წუთი წინ იყო…
მესამე, მეოთხე, მეხუთე…
მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ, ივან რაკიტიჩმა გაიტანა. მას ძალიან დაეხმარა ამაში რაფინია.
4 წუთის შემდეგ, მესიმ პასი გაუკეთა თანაგუნდელებს მეკარის საჯარიმოსთან ახლოს, რომელსაც სამუელ უმტიტი გამოეხმაურა ვარდნაში, “ბარსელონამ” მე-4 გოლი გაიტანა.
3 წუთის შემდეგ გაიტანა მესიმ, როცა მან სწრაფად გაირბინა მარჯვენა ფლანგზე, შეიწია ცენტრში და ტაბლოზე მე-5 გოლი დააფიქსირა “ბარსელონას” სასარგებლოდ.
ანგარიში კიდევ გაიზრდებოდა, მაგრამ ენრიკემ ჩათვალა, რომ ეს საკმარისი იყო, ამიტომ სერხიო ბუსკეტსმა, სერჟი რობერტომ და ნეიმარმა დაისვენეს.
ბოლო 20 წუთში “ბარსელონამ” მაღალ ტემპში თამაში აღარ გააგრძელა და ძალები შემოინახა პსჟ-სთან მატჩისთვის, რომელიც 8 მარტს გაიმართება და “ბარსელონას” თითოეულ გულშემატკივარს აქვს იმის რწმენა, რომ იმ ღამეს რაღაც განსაკუთრებული მოხდება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=e_JJdWfyZXc]



