workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ფინალი ”რეალთან”? ეს კარგი იქნება”

ჩავი: ”ფინალი ”რეალთან”? ეს კარგი იქნება”

”ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სამეფო თასის ფინალში შესაძლოა ერთმანეთს ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” შეხვდნენ”, გვამცნობს ესპანური ”as”-ი.

ამას გარდა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მოვლენების ესეთი განვითარება მას სრულიად აწყობს.

”ფინალური მატჩი მადრიდის ”რეალთან”? ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამაზე ახლა საუბარი ნაადრევია. ამას გარდა ეს იქნება იმ მოწინააღმდეგეების უპატივცემულომა, რომლებთანაც შეხვედრა მომდევნო ეტაპეპზე მოგვიწევს. საჭიროა ყველა მეტოქის დაფასება, თორემ ყოველმა მათგანმა შეიძლება დაგვამარცხოს” – განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” სამეფო თასის 1/4 ფინალში სეგუნდა დივიზიონის ლიდერს, ”ბეტისს” დაუპირისპირდება, ხოლო მადრიდის ”რეალს”  1/4 ფინალში მოელის დერბი ”ატლეტიკოსთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში