“ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი აცხადებს, რომ მან და მისმა თანაკლუბელებმა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება უპრობლემოდ მიიღეს.
“ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით, როცა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება გავიგეთ, მაგრამ “ბარსას” ფეხბურთელებმა ეს გადაწყვეტილება უპრობლემოდ მიიღეს. ჩვენ უნდა პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ ბევრ რამეს, რაც მოხდა. მწვრთნელის სამუშაო ძალიან რთულია. მას ასევე ოჯახი ჰყავს, ის მამაა.” – ციტირებს მის სიტყვებს Onda Cero.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე “ბარსელონას” მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.



