workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Marca: “ბარსას” რადარზე 8 სპეციალისტია

Marca: “ბარსას” რადარზე 8 სპეციალისტია

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს. კატალონიური კლუბი აქტიურად ეძებს ასტურიელის შემცვლელს და თუ Marca-ს დავუჯერებთ, “ბლაუგრანა” 8 ვარიანტს განიხილავს.

“ბარსელონას” მწვრთნელის პოსტის მთავარი პრეტენდენტი არის ბილბაოს “ატლეტიკის” თავკაცი, ენრესტო ვალვერდე, რომელსაც ბასკურ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია.

“ბლაუგრანას” ხელმძღვანელები ხორხე სამპაოლის (“სევილია”), მაურისიო პოჩეტინოს (“ტოტენჰემი”), რონალდ კუმანის (“ევერტონი”), ლორან ბლანის (თავისუფალი აგენტი), ეუსებიოს (“სოსიედადი”), ფრანკ დე ბურისა (თავისუფალი აგენტი) და ოსკარ გარსიას (“ზალსბურგი”) ვარიანტებსაც განიხილავენ.

ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, ახალი მწვრთნელის ვინაობას ივლისამდე ვერ გავიგებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward