“ლას პალმასის” მთავარმა მწვრთნელმა, ენრიკე სეტიენმა თანამედროვე ფეხბურთის ორი გიგანტი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არგენტინელი უფრო ნიჭიერია ვიდრე პორტუგალიელი.
“საუბარია ორ განსხვავებულ ფეხბურთელზე. რონალდუ შესანიშნავად მოქმედებს შეტევის გადამწყვეტ ფაზაში, მაგრამ მესი უფრო მდიდარ არსენალს ფლობს და გამოირჩევა საოცარი სიხშირით.
კრიშტიანუს ისეთივე თანდაყოლილი ნიჭი არ აქვს, როგორიც ლეოს, მაგრამ ის ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ლიონელი რონალდუზე უკეთესია.”-ციტირებს სეტიენის Marca.



