მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკელმე: “ვფიქრობ, მესი “ბარსელონაში” დარჩება”

რიკელმე: “ვფიქრობ, მესი “ბარსელონაში” დარჩება”

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რომან რიკელმე ფიქრობს, რომ კატალონიურ კლუბს არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი არ დატოვებს.

“ვფიქრობ, მესი “ბარსელონაში” დარჩება. ის ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას 10 წლიდან იღებს. მასთან მიმართებით, გარკვეული თვალსაზრისით, იგივე ხდება, რაც თავის დროზე ჩემთან მიმართებით ხდებოდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, “ბოკა ხუნიორსს” არასდროს დავტოვებდი”, – აცხადებს რიკელმე.

მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. კატალონიურ კლუბის ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, მაგრამ ჯერ ყველაფერი ნათელი არაა. კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენლემა განაცხადა, რომ მესის ხელშეკრულების გახანგრძლივება ძალიან რთული ამოცანაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში