workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსელონაში” აღიარებენ, რომ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან რთული იქნება

AS: “ბარსელონაში” აღიარებენ, რომ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან რთული იქნება

მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: “მესის ხელშეკრულების გახანგრძლივება უფრო რთული ამოცანა და ხანგრძლივი პროცედურაა, ვიდრე ბევრი ფიქრობს”.

როგორც ცნობილია, აქამდე ლიონელ მესის მამა ხორხე მესი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის განსახილველად ბარსელონაში ჩაფრინდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მან კატალონიის დედაქალაქი დატოვა.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობას დიდი იმედი აქვს, რომ მესი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს, მიუხედავად რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესისა, რომლებიც მას საოცარ თანხას სთავაზობენ.

მესის “ბარსელონასთან” მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward