“ბარსელონას” მარცხენა მცველი ლუკა დინი, რომელსაც “პარი სენ ჟერმენში” უთამაშია, საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაში პსჟ-სა და “მონაკოს” შანსებს აფასებს.
“მონაკო” და პსჟ – ორი ძალიან კარგი გუნდი. ვფიქრობ, სწორედ ისინი გაათამაშებენ ტიტულსაც. პსჟ-ს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ბოლო ტურებში გადაწყდება. სავარაუდოდ, ჩემპიონი პსჟ გახდება, რადგან მას მეტი გამოცდილება აქვს”, – აცხადებს დინი.