მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: “ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით”

ტერ შტეგენი: “ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით”

“ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გულშემატკივრების საქციელით უკმაყოფილოა. როგორც იცით, გუშინ, კატალონიურმა კლუბმა “ლეგანესი” 2:1 დაამარცხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქომაგები მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს უსტვენდნენ.  

“ვერ ვხვდები რატომ ღიზიანდებიან და გვისტვენენ გულშემატკივრები. თითოეული ჩვენგანი ცდილობდა რაც შეიძლება მაღალ დონეზე თამაშს. ასეთ მომენტებში მხარდაჭერა გვჭირდება. ვგულისხმობ პსჟ-სთან მატჩს, სადაც 0:4 დავმარცხდით.

გულშემატკივრები ყველაზე მეტად საშინაო მატჩებში გვჭირდება. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით.”-ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში