მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა – 400 მატჩი ლა ლიგაში

ანდრეს ინიესტა – 400 მატჩი ლა ლიგაში

ლა ლიგის XXIII-ე ტურში, სადაც “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ლეგანესი” მიიღო (2:1), ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში რიგით მე-400 შეხვედრა ჩაატარა. 

32 წლის ესპანელი მოედანზე შეხვედრის მე-80 წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო. ინიესტა “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ამ შედეგით მეორე ადგილს იკავებს, ის მხოლოდ ლეგენდარულ ჩავის ჩამორჩება, რომელიც კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. ჩავიმ ლა ლიგაში 505 შეხვედრა ჩაატარა. 

შეგახსენებთ, რომ ინიესტა და ჩავი ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩების მიხედვითაც პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩავი – 767 მატჩი, ინიესტა – 614 მატჩი. 

საინტერესო დამთხვევა და ფაქტია ისიც, რომ ზუსტად 7 წლის წინ ამ დღეს, 2010 წლის 20 თებერვალს, ინიესტამ “რასინგთან” (4:0) გამარჯვებით “ბარსელონაში” რიგით მე-300 შეხვედრა ჩაატარა. 

ესპანელი “ბლაუგრანას” ღირსებას 2002 წლიდან იცავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • KoCheQsa
    schedule 20 თებ 2017, 16:12

    ანდრეს ლეგენდიესტა heart_eyes heart_eyes

  • ChillO
    schedule 20 თებ 2017, 07:28

    კიდევ ერთი მაგდენი ჩაგეტარებინოს ოღონდ ბარსელონას შემადგენლობით

  • Megalomaniak
    schedule 20 თებ 2017, 03:04

    ნახევარდაცვაა ბარსას კოზირი და ყოველთვის იყო.მსოფლიოში საუკეთესო ტრიოც რომ გყავდეს ბურთი თუ არ ამოიტანე და პასებით არ მოამარაგე აზრი არ აქვს.მაესტრო შენ იყო ფორმაში ცალი ფეხით აჯობებდი რაფინიებს და გომეშებს.