დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე მიმავალი ანდრე გომეში “ბარსელონას” ქომაგებმა დაამცირეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა AS.
პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, პსჟ-სთან ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი თამაშის გამო (0:4) პრესამ გააკრიტიკა, “ბარსელონას” გულშემატკივრები კი მისი დანახვისას დამამცირებელ სიტყვებს სკანდირებდნენ: “სულელი, სულელი!”.
“ბარსელონამ” გომეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


