დღეს ღამით “პარი სენ-ჟერმენის” ესპანელი თავკაცი, უნაი ემერი კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ რიგით 24-ე მატჩს გამართავს.
აქამდე ემერი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 23-ჯერ დაუპირისპირდა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეძლო. ესპანელი კატალონიელებთან 16 მატჩში დამარცხდა, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს, შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

