ფრანგული “მონაკოს” მცველის, ფაბინიოს მამამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ გუნდებთან აწარმოა მოლაპარაკება მისი შვილის ტრანსფერთან დაკავშირებით.
“მოლაპარაკება ვაწარმოეთ “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “სიტისა” და “არსენალთან”, ხოლო “ბარსელონასთან” კონტაქტი დავამყარეთ.”-ამბობს ფაბინიოს მამა Canal+-ის პირდაპირ ეთერში.
“მონაკო” ფაბინიოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.


