“პარი სენ-ჟერმენისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ “ბარსელონაზე” ისაუბრა.
“ბარსელონა” ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა. მიუხედავად იმისა, რომ წინა 2 შემთხვევაში კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვთიშეს, “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონასი” არ ეშინია.
რაც შეეხება ლუის სუარესს, მას მე არ დავურეკავ. მატჩის წინ ან მატჩის მიმდინარეობისას მე მას მეგობრულად არ გავეხუმრები, ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელია.” – განაცხადა კავანიმ.


